სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რესპუბლიკის ქუჩაზე მოხდა - ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები ორი ქალი და ერთი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. მათ ამ დროისთვის მათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.