ქუთაისში მესამე დღეა, გაუჩინარებულ მზია ლომაიას ეძებენ.

ახლობლების ინფორმაციით, ის 6 მაისს, დაახლოებით 06:00 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

მზია ლომაია მრავალი წლის განმავლობაში იტალიაში ემიგრაციაში იმყოფებოდა და საქართველოში 27 აპრილს დაბრუნდა.

სახლიდან გასულს თან არ აქვს ტელეფონი, ფული და პირადი ნივთები.

ოჯახის წევრების განცხადებით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ მზია ლომაია სახლიდან გასვლის შემდეგ გადაადგილდება ქუთაისში და მიემართება რიონჰესის მიმართულებით. დაფიქსირებულია, რომ ის ხიდს კვეთს, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება. არსებული ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე კამერების დაფარვა სრულად არ ხორციელდება, რაც დამატებით ართულებს მისი გადაადგილების დადგენას.

სამძებრო ღონისძიებებში ჩართული არიან პოლიცია, სამაშველო სამსახური და საგამოძიებო უწყებები.

ოჯახის წევრები საზოგადოებას სთხოვენ დახმარებას და მოუწოდებენ ყველას, ვინც შესაძლოა, ფლობს რაიმე ინფორმაციას, დაუკავშირდნენ შესაბამის ორგანოებს.