ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.

"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.

ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.