ქუთაისში, კარფურის წინ, მრავალსართულიანი კორპუსის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ამის შესახებ "ინფო იმერეთს" თვითმხილველებმა განუცხადა.

"საშინელი ტრაგედია მოხდა, ფასადის რეაბილიტაციაზე მუშაობდა კაცი და მე-3 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა", - უთხრა თვითმხილველმა "ინფო იმერეთს". 

"ინფო იმერეთს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.