ქუთაისში, მე-12 სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი შუქნიშნის ბოძს დაეჯახა.
"ინფო იმერეთს" თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
"მანქანა სერიოზულად დაზიანდა, თუმცა საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო მძღოლმა", - ამბობს თვითმხილველი.
"ინფო იმერეთს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.