"ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, ქუთაისის მერიიდან 8 ადამიანი გაათავისუფლეს.

წყაროს თქმით, რეორგანიზაცია ჯერჯერობით სრულად არ დასრულებულა. ასევე გაუქმდა რამდენიმე ისეთი შტატი, სადაც თანამშრომელი დანიშნული არ იყო.

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებები თანამშრომლებმა რამდენიმე კვირის წინ მიიღეს.