ქუთაისის ბულვარში რამდენიმე ხე მოჭრეს.

ხეების მოჭრის მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ფოთლების ხმობა გახდა. თუმცა, როგორც სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, ხმობა ბულვარში სადრენაჟო სისტემის გაუმართავმა მუშაობამ გამოიწვია - წვიმის დროს წყალი გროვდება და ხეები, ფაქტობრივად, მუდმივად წყალში დგას.

ხეები ბულვარში რეაბილიტაციის ფარგლებშიც მოჭრეს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაცია 15 მილიონ ლარამდე დაჯდა. სამუშაოები დათქმულ ვადებში ვერ დასრულდა, რასაც მაშინ იმ მიზეზით ხსნიდნენ, რომ რეაბილიტაცია ფუნდამენტურად მიმდინარეობდა, მონტაჟდებოდა სადრენაჟო სისტემები და ამ ყველაფერს დრო სჭირდებოდა.