ქუთაისში მშენებლობაზე დაღუპული ახალგაზრდა გივი გურეშიძეა.
"მშობლების ერთადერთი შვილი და იმედი დაიღუპა. უწესიერესი ბიჭი იყო", - ამბობენ ახლობლები.
შემთხვევა გუშინ, 15 ივლისს მოხდა. იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.
"მაუდი რეზიდენსის“ ობიექტს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, შრომის ინსპექციამ სამუშაო პროცესი შეუჩერა.