ქუთაისში მშენებლობაზე მომხდარი ინციდენტის მოკვლევა შრომის ინსპექციის სამსახურმა დაიწყო. უწყების გადაწყვეტილებით, ობიექტს სამუშაო პროცესი შეუჩერდა.
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას მომხდარ ნგრევას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა.
კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს შპს “გრადუს გრუპ მაუდი” ასრულებდა.
გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.