ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, სადაც ტრაგედია მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
იოსელიანის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 30 წლამდე მამაკაცი.