გამოცხადდება ივანიშვილის ოჯახური დინასტია და საქართველო ოფიციალურად გადაფორმდება მის უცხოპლანეტელ მემკვიდრეებზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ქართველ ხალხს ბოლომდე დააკარგვინა წინააღმდეგობის უნარი.
"ეს უზურპატორი დიქტატორი ისრულებს დიდი ხნის სანუკვარ ოცნებას - რიყის თეატრის დანგრევას. ამას აკეთებს ქურდულად და აკეთებს იმიტომ, რომ ჩათვალა - ქართველი ხალხი ბოლომდე "დააჩმორა", ბოლომდე დააკარგვინა წინააღმდეგობის უნარი და ახლა ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მათ შორის ყველა პოლიტიკური ლიდერის დაჭერა, როცა მსოფლიო სხვა რაღაცებზეა გადართული. ამის შემდეგ კი გამოცხადდება ივანიშვილის ოჯახური დინასტია და საქართველო ოფიციალურად გადაფორმდება მის უცხოპლანეტელ მემკვიდრეებზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.