ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის ეზოში პოლიციის დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.
ხმაური და დაპირისპირება სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოს“ და აზერბაიჯანულ "ზირას“ მატჩის დროს დაიწყო, რომელიც "ტორპედოს" მარცხით ანგარიშით 0:3 დასრულდა.
ქომაგები კლუბის დირექტორსა და პრეზიდენტს მთავარი მწვრთნელის დირკ შუსტერის გაშვებას სთხოვდნენ.
ქუთაისის "ტორპედოსა" და "ზირას" მატჩის შემდეგ დაპირისპირება კლუბის კაპიტან ვლადიმერ მამუჩაშვილს და ქომაგებს შორისაც მოხდა.