ხმაური და დაპირისპირება ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონზე.
ქომაგები კლუბის დირექტორსა და პრეზიდენტს მთავარი მწვრთნელის დირკ შუსტერის გაშვებას სთხოვდნენ.
პირველი ტაიმის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტი დავით კერესელიძე ტრიბუნაზე ჩავიდა, სადაც ფანებს და გუნდის პრეზიდენტს შორის დაძაბული საუბარი შედგა.
საპასუხო მატჩში, "ტორპედო" აზერბაიჯანულ “ზირასთან” მატჩის 75-ე წუთზე უკვე 0-3 აგებს.
"არ ვუგდებ ყურს სოციალურ მედიას... არ ვიცი ფანების საუბარი ჩემზე. არც მოედანზე მესმის ეს საუბარი“ - ასე უპასუხა ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე "ინფო იმერეთის“ კითხვას გულშემატკივართა უკმაყოფილებასა და მისი წასვლის მოთხოვნასთან დაკავშირებით.