ქუთაისის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს, - ამის შესახებ "ტვ პირველს" ინფორმაციას ერთ-ერთი დაკავებულის გიორგი კვიცარიძის დედა აწვდის.
ეთერ კვიცარიძე ამბობს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მისმა შვილმა და მინიმუმ კიდევ ორმა პატიმარმა უსამართლო მართლმსაჯულების გამო მიმართეს.
მოშიმშილე პატიმარი გიორგი კვიცარიძე ის აიტი სპეციალისტია, რომელმაც პოლიციის შიდა მიმოწერის სისტემაში შეაღწია და პოლიციაში მოქალაქეების სასტიკი ცემის კადრები საჯაროზე გამოიტანა. ეს ის ცნობილი მასალაა, რომელიც "შაბათის ეთერმა" გაასაჯაროვა და სადაც ქობულეთში სამი ახალგაზრდის ცემა ასახული.
"შიმშილზე წავიდა. ეფე 2-3-შია, შიმშილის კამერა ყოფილა და იქაა გადაყვანილი. სამი სხედან სულ საშიმშილო კამერაში, დაკავშირება უნდა "ტვ პირველთანო". ისეთ მდგომარეობაშია, მეშინია იმათმა არ უქნან რამე და არ დააბრალონ მას, თვითონ ქნაო", - განაცხადა ეთერ კვიცარიძემ.