ქუთაისში მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა “აჭარის ტელევიზიიდან” გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მედიის წარმომადგენლების თქმით,  ჟურნალისტების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

"აჭარის ტელევიზიიდან" თანამშრომლები გაათავისუფლეს. რეორგანიზაციის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2 ივნისს ელექტრონული წერილები მიიღეს მათ შორის ირინა ყურუამ, მაია მერკვილაძემ, თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ.