"ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, ბაღდათის ყოფილი მერი კახა ენუქიძე პროკურატურაში დაიბარეს.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს წყაროს ცნობით, გამოძიება ყოფილი მერის საქმიანობით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით დაინტერესდა.
"ინფო იმერეთი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად კახა ენუქიძეს დაუკავშირდა. კითხვაზე, არის თუ არა იგი დაბარებული საგამოძიებო უწყებაში, ბაღდათის ყოფილმა მერმა კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა:
"ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა კახა ენუქიძემ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს პასუხი იმას, რომ იგი გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს, ყოფილმა მერმა ტელეფონი გათიშა.