"აჭარის ტელევიზიიდან" თანამშრომლები გაათავისუფლეს. რეორგანიზაციის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ელექტრონული წერილები დღეს ირინა ყურუამ, მაია მერკვილაძემ, თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ მიიღეს.

"ყველამ ერთნაირი მეილი მივიღეთ. რეორგანიზაციის პროცესში, სამი თვის განმავლობაში, თანამშრომელთა უმრავლესობა სამსახურში არ არის, მხოლოდ ნიუსი მუშაობს", - აცხადებს თეონა ხარაბაძე "მედიაჩეკერთან" საუბარში.

გამოცემის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის "აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორი ირაკლი კიკვაძე მათ ზარებს არ პასუხობს.