ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მეზობელმა მეზობელი მოკლა.

ბრალდებულმა, ქუთაისში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეზობლად მცხოვრები მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.