ქუთაისის მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობით კვლავ უკმაყოფილოები არიან.

ადგილობრივების თქმით, ავტობუსების მოძრაობის ინტერვალი იმდენად დიდია, რომ მოქალაქეებს მუდმივად ლოდინი უწევთ.

როგორც ისინი "ინფო იმერეთთან" აღნიშნავენ, ცოტა ავტობუსი მოძრაობს, რაც ლოდინის დროს ზრდის და პრობლემის მოსაგვარებლად კარგი იქნება თუ ავტობუსების რაოდენობა დაემატება. 

"ქუთაისში ტრანსპორტი ძალიან ცუდად მუშაობს, 30-45 წუთი უნდა ელოდო, ამხელა შუალედი ძნელია. დავიტანჯეთ", - ამბობენ "ინფო იმერეთთან" საუბრისას ადგილობრივები.