ქუთაისში ავტომობილების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 694 ფაქტი გამოვლინდა. 

აღნიშნული მონაცემები გასული 6 თვის განმავლობაში დაფიქსირდა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით ქუთაისი ქვეყნის მასშტაბით მესამე ადგილზეა თბილისისა (2699 შემთხვევა) და ბათუმის (821 შემთხვევა) შემდეგ, სადაც შემოწმებები აქტიურად მიმდინარეობდა.

ჯამში საქართველოს დიდ ქალაქებში, 6 თვეში  ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინეს.