ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, კოლხეთის ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილის მძღოლი სამშენებლო ნარჩენებს უკანონოდ ყრიდა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციისთვის გახდა ცნობილი.
ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდა. ამასთანავე, მას ტერიტორია უკვე დაყრილი ნარჩენებისგან გააწმენდინეს.