ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება.

საგამოცდო ცენტრები გახსნილია 12 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

2026 წელს გამოცდებზე რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 83 000-ს გადააჭარბა.