ქუთაისის ციხეში დასაშვებზე 30%-ით მეტი პატიმარია.

პატიმრების და პრობაციონერების მაისის სტატისტიკის მიხედვით, ქუთაისში, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 308 პატიმრით მეტი იმყოფება, დასაშვები რაოდენობაა 1068.

პატიმართა დასაშვები ლიმიტი საგანგაშოდ გადაცილებულია ასევე ქსნის #15 დაწესებულებაში, სადაც 57%-ით მეტი პატიმარი იმყოფება და გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში - 32%-ით მეტი პატიმარი.

სტატისტიკის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ 661-მა პატიმარმა დატოვა ციხე სხვადასხვა საფუძვლით (ვადის გასვლა, გირაო, პირობითი მსჯავრი, ა.შ), აპრილთან შედარებით პატიმართა რაოდენობა 186-ით გაიზარდა.