ქუთაისის 36-ე სკოლის დირექტორმა გათავისუფლებული პედაგოგის ნატალია თურქაძის სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

20 მაისს საქალაქო სასამართლომ ქუთაისის 36-ე სკოლიდან ნატალია თურქაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და მისი აღდგენა მოითხოვა.

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატალია თურქაძე სამსახურიდან თებერვალში გაათავისუფლეს.

როგორც ნატალია თურქაძე  ამბობს, სკოლის დირექტორი მას ეთიკური ნორმების დარღვევას ედავება, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დისციპლინურ საბჭოს დარღვევა არ დაუდგენია.

საქმე ეხება ყოფილი მოსწავლეებისგან საჩუქრის მიღებას.

კერძოდ, ნატალია თურქაძის თქმით, გასულ წელს, როცა გასულ წელს მე-12 კლასელებმა 20 მაისს სკოლა დაასრულეს, მისი სადამრიგებლო კლასის კურსდამთავრებულებმა, გამოსაშვებ ბანკეტზე, რომელიც 13 ივნისს გაიმართა, სიურპრიზად გააჟღერეს, რომ ყოფილ დამრიგებელს იტალიის საგზურს აჩუქებდნენ. ნატალია თურქაძე იტალიაში, შვებულებაში ყოფნისას, 7 ივლისს გაემგზავრა.

მასწავლებლის გათავისუფლებას კოლეგები, მშობლები და ბავშვები უსამართლოდ აფასებდნენ.