იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2 პირი სხვადასხვა დროს დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" და "ალფა პვპ", ასევე, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
1783148479 • სამართალი