ქუთაისში საავტომობილო გზებზე ორმოებია.

მძღოლები ამბობენ, რომ  ორმოების გამო ხშირად გზებზე საავარიო  სიტუაციები იქმნება.

რამდენიმე კვირაა, ორმოა რუსთაველის გამზირზეც. "ვისოლის" ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ.

"ეს ორმო რომ ამოავსონ ნეტა რამდენ მილიონიანი ტენდერი სჭირდება. მერე იძახიან რატომ არის ამდენი ავარიებია, უცებ რომ მიდიხარ და ორმოს ხედავ, იბნევი, გინდა ააცილო და ამ დროს შეიძლება ან ქვეითს დაეჯახო ან მანქანას", - ამბობს ადგილობრივი ლილი ნემსაძე.