გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1-იდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქუთაისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 173 დარღვევა დააფიქსირეს.
ამ მაჩვენებლით ქუთაისი ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზეა თბილისის (430 ფაქტი) შემდეგ.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და დაბინძურების შემცირების მიზნით, დეპარტამენტი ქუთაისში გზებზე მოძრავი ტრანსპორტის ყოველდღიურ კონტროლს ახორციელებს. მიმდინარე წლის 9 თვეში სულ 6 856 დარღვევაა გამოვლენილი.