ქუთაისთან, ავარიის დროს დაღუპული ბაიკერი ბადრი იობიძეა.

შემთხვევა ქუთაისის გასასვლელში, სამტრედიის გზაზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

"ჩვენს ბავშვობასთან ერთად შენც ვერასდროს დაგივიწყებ, ჩემო ბადრიკო, ძალიან მატკინე გული...“ - წერენ დაღუპულის ახლობლები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.