„ბაღდათის განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით, სკოლის 3 მოსწავლე ევროპაში გაემგზავრა. ბიზნესმენ თემურ კოხოძის მიერ დაარსებულმა ფონდმა, სტრასბურგში ახალგაზრდების სასწავლო ვიზიტი სრულად დააფინანსა.

ბაღდათის N2 საჯარო სკოლის სამ მე-11 კლასელს, ნინი თავხელიძეს, ზაალ ტაბეშაძეს, ანასტასია რობაქიძეს შესაძლებლობა ჰქონდათ, ევროპულ ისტორიასა და ღირებულებებს ევროპის საპარლამენტო დედაქალაქში გასცნობოდნენ.

ბიზნესმენ თემურ კოხოძის ინიციატივით შექმნილმა ფონდმა, ამ მიზნით, ბიუჯეტიდან 10 625 ლარი გამოყო.

განათლებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების ხელშეწყობა „ბაღდათის განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ფონდში სჯერათ, რომ ინვესტიცია ახალგაზრდებში არის ინვესტიცია ბაღდათის განვითარებისა და მთლიანად საქართველოს მდგრადი მომავლისთვის.