სასამართლომ ქუთაისის 36-ე სკოლიდან ნატალია თურქაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და მისი აღდგენა მოითხოვა.
"სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, მოსამართლემ უკანონოდ ცნო ჩემი გათავისუფლება, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა", - განუცხადა "ინფო იმერეთს" ნატალია თურქაძემ.
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატალია თურქაძე სამსახურიდან რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს.
როგორც ნატალია თურქაძე ამბობს, სკოლის დირექტორი მას ეთიკური ნორმების დარღვევას ედავება, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დისციპლინურ საბჭოს დარღვევა არ დაუდგენია.
საქმე ეხება ყოფილი მოსწავლეებისგან საჩუქრის მიღებას.
კერძოდ, ნატალია თურქაძის თქმით, გასულ წელს, როცა გასულ წელს მე-12 კლასელებმა 20 მაისს სკოლა დაასრულეს, მისი სადამრიგებლო კლასის კურსდამთავრებულებმა, გამოსაშვებ ბანკეტზე, რომელიც 13 ივნისს გაიმართა, სიურპრიზად გააჟღერეს, რომ ყოფილ დამრიგებელს იტალიის საგზურს აჩუქებდნენ. ნატალია თურქაძე იტალიაში, შვებულებაში ყოფნისას, 7 ივლისს გაემგზავრა.
მასწავლებლის გათავისუფლებას კოლეგები, მშობლები და ბავშვები უსამართლოდ აფასებდნენ.