ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში დაჭრეს.
დაჭრილი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირია დაკავებული.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.