ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის საფარი დაზიანდა. გზის სავალ ნაწილის ჩანგრევა საფრთხეს უქმნის როგორც მძღოლებს, ისე ქვეითებს.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის ნაკადი დიდია და სწრაფად მოძრავმა ავტომობილმა შესაძლოა, დაზიანებული ფრაგმენტი გვიან შეამჩნიოს.
"თქვენ რასაც აშუქებთ, მერე აკეთებენ და იქნებ ამასაც მიხედონ. ნელა ვმოძრაობდი, საბურავით ჩავვარდი, თუმცა გამოვედი და ფოტო გადავუღე. სწრაფად მოძრავ ავტომობილს ან საბურავს მოაწყვიტავს, ან მკვეთრი მანევრირებისას სხვა მანქანას ან ქვეითს დაეჯახება“, - აცხადებს რესპონდენტი.