ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აცხადებს, რომ დანარჩენ ორ არჩეულ კანდიდატთან შედარებით, მეუფე შიოს დიდი უპირატესობა აქვს.

მისი თქმით, ღვთის განგებას ენდობა.

"დანარჩენ ორ არჩეულ კანდიდატთან შედარებით, მეუფე შიოს დიდი უპირატესობა აქვს, მაგრამ ვერ გეტყვით - ასე უცებ ხომ ვერ შეიცვლებოდა?! ვნახოთ, დღევანდელი დღე, რასაც გვაჩვენებს, მერე შეგვიძლია, ვთქვათ პროგნოზი. მე არაფერი არ მგონია, ღვთის განგებას ვენდობი", - განაცხადა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან.

სინოდის წევრები დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.

კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას 1200-მდე დელეგატი დაესწრება.