ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ერთმანეთს ჩემპიონატის ფავორიტები დაუპირისპირდნენ – თბილისის "იბერიამ" ქუთაისის "ტორპედო" მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.
ანგარიში ქუთაისელებმა სწრაფად გახსნეს – დიეგო დეისაძემ მცველს აჯობა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა. 44-ე წუთზე "იბერიის" თავდამსხმელმა პაატა ღუდუშაურმა წონასწორობა აღადგინა.
"იბერიამ" 12 ტურის შემდეგ 22 ქულა დააგროვა და ლიდერობა შეინარჩუნა, ქუთაისის "ტორპედო" (17) კი მე-4 პოზიციაზეა.