თერჯოლაში, შობის დღესასწაულზე ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა.

შობის მახარებლები ჭაბუკმთის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიძრნენ. "ალილო 2026" დღის ბოლოს, ქალაქის ცენტრში ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძართან დასრულდა.

ალილოს მსვლელობისას შეგროვილი საშობაო ნობათი მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ ოჯახებს, ბავშვთა და მოხუცთა სახლებს გადაუნაწილდება.