წყალტუბოში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით -  სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და 238-ე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის მუხლებით მიმდინარეობს. 

შსს-ს ინფორმაციით, იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით 12 წლის მოზარდის ბაბუა დააკავეს.

არასრულწლოვანი ბრმა ტყვიამ 14 იანვარს იმსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვებმა თოფი მოიპარეს, რომელიც ერთ-ერთს გაუვარდა და გეგი ხეცურიანს არტერიაში მოხვდა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.