წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათჰესში ტრაგედია დატრიალდა - ძველით ახალ წელს მოზარდი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვებმა თოფი მოიპარეს, რომელიც ერთ-ერთს გაუვარდა და გეგი ხეცურიანს არტერიაში მოხვდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"გეგი, რატომ დაგვტოვე ასე უდროოდ, როგორ ვიცხოვროთ შენს გარეშე, ჩემო პატარა“, - წერენ სოციალურ ქსელში.