უმუშევრობა, სიღარიბე, დაბალი ხელფასი, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურული პრობლემა - ეს ის საკითხებია, რომლებსაც ქუთაისელები ქალაქის მთავარ პრობლემებად ასახელებენ.
რა არის თქვენი მთავარი პრობლემა - ეს კითხვა "ინფო იმერეთმა" ქუთაისში მცხოვრებლებს დაუსვა.
ადგილობრივების უმრავლესობა მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ადამიანები იძულებულები არიან ქუთაისი დატოვონ.