ვანში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ყველის საწარმოში შეუსაბამობები გამოავლინეს.

"ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. ამავდროულად, ობიექტში დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.