საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბაჰრეინთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
52-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ოთარ კიტეიშვილის ჩაწოდებული ბურთი ლუკა ლოჩოშვილმა ერთი შეხებით კარში გადაგზავნა და "ჯვაროსნები“ დააწინაურა – 1:0.
75-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა პენალტი მოიპოვა. გიორგი კვერნაძე მაღალ სისწრაფეზე მცველს გაექცა და საჯარიმოში წააქციეს, პენალტი გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ უნაკლოდ შეასრულა – 2:0.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე გამართავს. 25 სექტემბერს „ჯვაროსნები“ თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ.