ევროკავშირი მომავალ კვირაში, 11 ივნისს, საქართველოსთან სავიზო დიალოგს გამართავს, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროკომისია დეკემბერში გამოაქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს ვიზების შესახებ.
"ევროკავშირი მომავალ კვირაში, 11 ივნისს, საქართველოსთან სავიზო დიალოგს გამართავს. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, სადაც განიხილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხი.
ევროკომისია დეკემბერში გამოაქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს ვიზების შესახებ, ხოლო იანვარში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ", - წერს რიკარდ იოზვიაკი.