ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტს ოპოზიცია აკრიტიკებს.
პარტია "ახალის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი კილაძის თქმით, ბიუჯეტი მოსახლეობაზე ორიენტირებული არ არის.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტის 49 პროცენტი საჯარო მოხელეების ხელფასებში დაიხარჯება.
"თბილისის ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარზე მეტია, ბათუმის 570 მილიონი ლარი, რუსთავის 172 მილიონი ლარი.
ქუთაისის კი 125 მილიონი ლარი და აქედან 49.3% ადგილობრივი ჩინოვნიკების შრომით ანაზღაურებაზე დაიხარჯება.
აღმშენებლობის 13 წელი ქუთაისისთვის "ქართული ოცნების" მმართველობისას",- წერს სოციალურ ქსელში პარტია "ახალის" წევრი გიორგი კილაძე.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია.
ქალაქის საკრებულოს რიგით მე-3 სხდომაზე, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ წარადგინა. სხდომას ესწრებოდა ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი. ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტმა 125 მილიონ ლარზე ცოტათი მეტია.