ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების თქმით, 4 ოქტომბერი იქნება ქვეყნისთვის გადამწყვეტი დღე.

მათი თქმით, აღნიშნულ დღეს მოხდება მშვიდობიანი რევოლუცია და ქვეყანა გათავისუფლება "ქართული ოცნების" მმართველობისგან.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ არსებულ მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს.