ირაკლი კობახიძეს 18 თებერვალს, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. თემა მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხებია. მოსმენა 12:00 საათზე დაიწყება.

კობახიძემ რამდენიმე დღის წინ ვიდეო მიმართვაში მიგრაციასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, უცხოელების შრომითი საქმიანობა პირველი მარტიდან მნიშვნელოვნად იზღუდება.

როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევეს, ვიდრე 10 წელში ჯამურად.

"საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან“, - განაცხადა კობახიძემ.