ქუთაისის მე-8 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ჭიღვარია აირჩიეს.
მას მხარი "ქართული ოცნების" ყველა წევრმა დაუჭირა.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა მარეხი ნიჟარაძე, მოადგილეები: ლაშა გვენეტაძე და ამირან კოპალეიშვილი.
გიორგი ჭიღვარია წლების წინ ქუთაისის მერი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო, თუმცა ორივე პოზიციიდან გაათავისუფლეს.
გიორგი ჭიღვარიას პოლიტიკაში მეორედ დაბრუნებისა და საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შესახებ საზოგადოებას პირველად "ინფო იმერეთმა" რამდენიმე თვის წინ აცნობა.