ქუთაისის საკრებულოში “ქართული ოცნების” სიით შესულმა 4-მა წევრმა პირადი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება შეიწყვიტა.

ესენი  არიან: გიორგი კიკვაძე; შალვა მშვილდაძე; დავით ნიშნიანიძე და დავით დვალი.

მათ ნაცვლად ქუთაისის საკრებულოში შედიან: თამთა ბაკურაძე; ლანა ჩიტიძე; იოსებ კუჭავა და აკაკი გიორგაძე.

ქუთაისის ახალი, მერვე მოწვევის საკრებულო 25-წევრიანია.

“ქართული ოცნების” გარდა, საკრებულოში “ლელო”, “გახარია საქართველოსთვის” და “გირჩი” თითო-თითო წარმომადგენლით შევიდნენ.