შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
განკარგულებას ხელს აწერს ირაკლი კობახიძე.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.