იტალიაში კოსმეტიკის მოპარვის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, არალეგალმა მიგრანტებმა ათასი ევროს ღირებულების ნივთების მოპარვა შეძლეს.

ორივე ეჭვმიტანილი წარსულშიც ნასამართლევია. 

პოლიციამ დაკავებამდე ეჭვმიტანილების ავტომობილიც გაჩხრიკა, სადაც  კოსმეტიკური პროდუქტის 188 შეკვრა იპოვეს.