მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს დავით ტაბიძეს, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 300 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა.
მას თანხის გადასახდელად 30 დღე მისცეს. ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთა, ჩამოერთვა პირადობის მოწმობა და პასპორტი.
დღევანდელი სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაირკვა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების თხოვნით.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე 28 ოქტომბერს დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქმე ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებას.
დავით ტაბიძესთან ერთად დააკავეს ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ.