შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული ნ.დ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, 420 აბი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.